მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისის ტრაგედია - 13 ივნისის სტიქიიდან 3 წელი გავიდა

თბილისის ტრაგედია – 13 ივნისის სტიქიიდან 3 წელი გავიდა

Published on

2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან 3  წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 24 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან ორი, ბექა ბუთურიშვილს და სერგი კაპანაძე დღემდე დაკარგულად ითვლება. დაღუპულებს შორის იყო ზოოპარკის სამი თანამშრომელი და მაშველები.სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა. სტიქიის ეპიცენტრი სვანიძის ქუჩა, ვერეს ხეობაზე გამავალი ახალი გზა, ზოოპარკი და მზიური იყო. სტიქიის შედეგად მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა დაახლოებით 50 მილიონი ლარი შეადგინა.სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი. ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, ზოოპარკის გარეთ აღმოჩნდა ბეჰემოტი ბეგიც. ცხოველების ნაწილი ლიკვიდრირებული იქნა, ნაწილი ზოოპარკის თანამშრომლებმა დააბრუნეს ვოლიერებში, მიუხედავად იმისა, რომ კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებით ქალაქში მტაცებელი ცხოველები აღარ იყო, 17 ივნისს, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საწყობში დამალულმა ვეფხვმა ოთხი შესული თანამშრომლიდან ერთის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო დანარჩენებმა მისგან გაქცევა მოახერხეს. ორ საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, ვეფხვის ლიკვიდაცია მოხდა.
სპეციალისტები მომხდარ ტრაგედიას წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილ მეწყერს უკავშირებენ. დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოშლა უხვმა ნაკლექმა გამოიწვია. ნაშალი მასა მდინარე ვერეს ხეობაში ჩავიდა რამაც მდინარის ადიდება და კალაპოტიდან გადასვლა გამოიწვია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...