მთავარისიახლეებიპოლიტიკამთავრობა სრული შემადგენლობით გადამდგარია

მთავრობა სრული შემადგენლობით გადამდგარია

Published on

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია. საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. ამასთან, პრეზიდენტმა, შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი უნდა წარადგინოს, ხოლო თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს. პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამაც წარედგინება. 
მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე, ძველ შემადგენლობას მოვალეობის შესრულება ეკისრება. 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...