მთავარისიახლეებისაზოგადოებაUNICEF - ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა

UNICEF – ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა

Published on

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის 2017“ თანახმად, შინამეურნეობებისთვის გაუმჯობესდა საბაზისო სერვისებზე, მათ შორის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. კვლევის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იყო იმის საფუძველი, რომ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი თანადაფინანსების გზით ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის ჯანდაცვასთან დაკავშირებული სერვისები ხელმისაწვდომი გახდა.
 
კვლევის თანახმად, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რამაც ასახვა ჰპოვა სერვისების გამოყენების დონის ზრდასა და მასზე გაწეული ხარჯების ზრდაში. ჯანდაცვის პროგრამების შედეგად მოსახლეობის დიდ ნაწილს მიეცა შესაძლებლობა ისარგებლოს აღნიშნული სერვისებით, რაც თავის მხრივ ზრდის ჯანდაცვაზე გაწეულ ხარჯებს.
 
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, 2013 წელთან შედარებით, 2.7%-დან 18.2%-მდე გაიზარდა იმ შინამეურნეობების ხვედრითი წილი, ვინც რეგულარულ სამედიცინო შემოწმების სერვისით სარგებლობდა. გაზრდილია სხვა სამედიცინო სერვისების გამოყენების მაჩვენებლებიც, მათ შორის ჰოსპიტალური მომსახურება 4.4 პროცენტიდან 7.7 პროცენტამდე; ქირურგიული ოპერაციები – 3,6 პროცენტიდან 7.7 პროცენტამდე, ორსულობის მონიტორინგი – 1.8 პროცენტიდან 2.3 პროცენტამდე.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...