ძლიერმა წვიმამ წუხელ თბილისში პრობლემები შექმნა. წაქცეულია ხეები, დატბორილია ქუჩები და ავტომობილები. ძლიერი წვიმის გამო, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაციაც კი გახდა საჭირო. ამაშუკელის 22 ნომერში წყალმა კორპუსის საძირკველი დააზიანა.ძლიერმა ნალექმა განსაკუთრებით გლდანი-ნაძალადევის რაიონი დააზარალა. გლდანთან დამაკავშირებელი გზის ჩანგრევის გამო გარე სამყაროს არის ამ დრომდე მოწყვეტილი სოფელი გიორგიწმინდა.ვარკეთილში კი წვიმის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა, რამაც გზა ჩახერგა. მანქანებიდან მოქალაქეების ევაკუაციას საპატრულო პოლიცია ახორციელებდა. ღამის განმავლობაში სამაშველო სამსახურში 153 შეტყობინება შევიდა. უხვი ნალექის მოსვლისთანავე ავტომობილების მოძრაობა ტრადიციულად აიკრძალა ე.წ ახალ გზაზე.ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე. უნივერსიტეტის ქუჩაზე ჩარჩენილი მანქანების ადგილიდან გაყვანას კი სამაშველო ჯგუფები ცდილობდნენ.
სტიქია თბილისში, ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა
სიახლეები
სიახლეები
20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...
სიახლეები
დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე
დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...
სიახლეები
ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...
სიახლეები
კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა
ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...