მთავარისიახლეებიპოლიტიკაანა წითლიძეს პროკურატურაში დღეს დაკითხავენ

ანა წითლიძეს პროკურატურაში დღეს დაკითხავენ

Published on

ზუგდიდის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ანა წითლიძე საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაიბარეს. პარტიის ზუგდიდის ოფისის ინფორმაციით, 
გამოკითხვა ეხება შემდეგ საქმეებს: 
1. აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან შემოსული კონტრაბანდული საქონელი.
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტია სოფელ რუხში მცხოვრებ 40 ოჯახს, პარტიზანული მოძრაობა "ტყის ძმების" მეთაურმა დავით შენგელიამ, მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე გაურღვია ღობეები და არ აძლევს მიწის დამუშავების საშუალებას. 
3. ე/წ "გულუას პარკის", შპს "თაუნ პარკის" საკუთრებაში გადაცემა კორუფციული გარიგების საფუძველზე.
4. შპს "თაუნ პარკი" სარგებლობს მფარველის ზეგავლენით, მათი თანამშრომლები არ ასრულებენ კანონით დაკისრებულ მოვალეობას. 
5. 2 წლის წინ დაზიანებული ყინულის სასახლე დღესაც არ ფუნქციონირებს. 
6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელსა და ალერტკარში წინასაარჩევნოდ გამოყოფილ იქნა თანხები ჭაბურღილის გასათხრელად. აღნიშნულ სოფლებში ჭაბურღილი გათხრილი იქნა რამოდენიმეჯერ თუმცა მოსახლეობას წყალი დღემდე არ მიეწოდება. 
7. ზუგდიდის N4 საჯარო ბაღის რეაბილიტაციისათვის ზუგდიდის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილ იქნა გარკვეული რაოდებობის თანხა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შემდეგ გაირკვა რომ, აღნიშნული შენობა ნაგებობა არ ექვემდებარება რეაბილიტაციას

სიახლეები

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე, რომლიც 145 იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეეხებათ

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ. შეზღუდვები სულ 145 ფიზიკურ და იურიდიულ პირს...

პენსიონერი ცოლ-ქმარი ქონებრივი დავის გამო ჩაცხრილეს – დაკავებულია ერთი პირი

პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა,...

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...