მთავარისიახლეებისაზოგადოება„საყვედური მაქვს „ევროპულ საქართველოსთან“- მალხაზ მაჩალიკაშვილი

„საყვედური მაქვს „ევროპულ საქართველოსთან“- მალხაზ მაჩალიკაშვილი

Published on

სიმართლის დასადგენად ერთი გზა დაგვრჩა, გამოვიდეთ, ვიდგეთ ქუჩაში, სანამ სიმართლეს არ დავადგენთ, – ამის შესახებ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ჟურნალისტებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა.
 
ის კონკრეტულ გეგმებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ აქციები გაიმართება, როგორც თბილისში, ასევე პანკისში.
 
მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, საქმის გამოძიების დაპირება მიიღო, თუმცა რეაგირება არ ყოფილა.ამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილი „ევროპულ საქართველოს“ საყვედურობს, რომელსაც დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა აქვს. ასევე, კომისიის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძეც ამავე პარტიიდანაა.
 
„საყვედური მაქვს „ევროპულ საქართველოსთან“. ოთხჯერ შეახსენეს, რატომ არ ახსენებდნენ მაჩალიკაშვილის საქმეს საგამოძიებო კომისიაში, ვითომ არ ესმოდათ. ჩვენ ხომ ვიყავით პრემიერთან და შევხვდით, ჩემი პრემიერთან მიღებაც იყო ძალით. ეს ჩემი განცხადების შემდეგ მოხდა. ყველა ჩემი მოთხოვნა იყო გაჟღერებული პრემიერთან – აღიაროს სახელმწიფომ ეს დანაშაული, აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა. თემირლანი მოკლეს, ამას ვერსად გავექცევით. ეს არის რეალობა. ჩემთან ჩაიდინეს ტერორისტული აქტი. ეს სახელმწიფოს შეცდომაა“, – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
 
მისი თქმით, შვილის სიკვდილზე მეტი მისთვის თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორიზმში ეჭვმიტანილად გამოცხადება იყო.
 
„ამ უსასტიკესი დანაშაულის გადასაფარად რომ გამოაცხადეს ჩემი შვილი ტერორიზმში ეჭვმიტანილად, ეს არის ჩემთვის მის სიკვდილზე მეტი. მე მათ ვეუბნები, აღიარონ მისი უდანაშაულობა, აღიაროს სახელმწიფომ თავისი შეცდომა და დასაჯონ ეს ხალხი, ვინც ჩაიდინა ჩემთან ეს ტერაქტი. მე არ ვარ ტერორისტი, ისინი არიან ტერორისტები“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
 
მისივე თქმით, პანკისში აქციები რამადანის თვის დასრულებისთანავე დაიწყება.
 
„ორი დღე არის ჩვენთან დიდი დღესასწაული – ბაირამობა. ეს როგორც კი ჩაივლის, დაიწყება აქციები პანკისშიც და თბილისშიც. თბილისში სულ აქ ვართ მე და ზაზა სარალიძე, ვიქნებით ბოლომდე“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....