მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოლიციის თანამშრომლებმა კარვები ისევ პარლამენტის შენობის წინ დააბრუნეს

პოლიციის თანამშრომლებმა კარვები ისევ პარლამენტის შენობის წინ დააბრუნეს

Published on

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზიდან კარვები ისევ პარლამენტის შენობის წინ დააბრუნეს. 
 
როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნა, კარვების გადატანის მიზეზია ის, რომ ირღვევა საზოგადოებრივი წესრიგი, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი“ და მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების უფლება ეზღუდებათ. 
 
„ჩვენ ვალდებული ვართ, რომ სამართალდარღვევები აღვკვეთოთ და კარვები გადავიტანოთ იქ, სადაც გუშინ იყო“, – განაცხადა კუპატაძემ.
 
კუპატაძე ასევე გამოეხმაურა იმ დაკავებებს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე მოხდა. მისი თქმით, დაკავებულია 3 ადამიანი.
 
„აქციაზე უკვე მოძრაობენ სხვადასხვა მოსაზრების ადამიანები, მათ შორის არის დაპირისპირება, არიან ნასვამ მდგომარეობაში, შედიან კარვებში და უპირისპირდებიან ერთმანეთს დასაწოლ ადგილებზე, სასმელზე და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ინციდენტისას საპატრულო პოლიცია შევედით კარვებში. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც სამხედრო ფორმა ეცვა, განმარტავდა, თუ რა მოხდა ამ ინციდენტის დროს. ჩვენ შევეცადეთ გადაგვეყვანა და გამოგვეკითხა ის მოქალაქე, მაგრამ აქციის წევრებმა წინააღმდეგობა გაგვიწიეს, შესაბამისად, მოხდა მათი დაკავება“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...