მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ეს არ არის გრეჩიხას კარვები, ეს არის მამების სამართლიანი მოთხოვნა, დასაჯონ მათი...

„ეს არ არის გრეჩიხას კარვები, ეს არის მამების სამართლიანი მოთხოვნა, დასაჯონ მათი შვილების მკვლელები.”- ენმ -ში კარვების დაშლას და დაკავებებს ეხმაურებიან

Published on

„როგორ ეშინია ხელისუფლებას ორი შვილმკვდარი მამის, კანკალებენ შიშისგან, კარავს ვერ ადგმევინებენ შიშით, მერე ეთერში გამოდიან და მართლა ნიანგის ცრემლებს აღვარღვარებენ, როგორ უთანაგრძნობენ მალხაზს და ზაზას და რას უკეთებენ სინამდვილეში. ერთი ხელით ცრემლებს იწმენდენ და მეორე ხელით კარვებს ეჯაჯგურებიან. დილიდან დაიწყეს მოტაცება ხალხის,“ – ეს განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტის წინ გააკეთა, სადაც სამართალდამცველებმა გზის სავალი ნაწილიდან კარვების გატანის გადაწყვეტილება მიიღეს და აქციის რამდენიმე პირი დააკავეს. 
 
უდუმაშვილი შსს-ს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება დაღუპული მოზარდების ოჯახებს მოჩვენებით თანაუგრძნობს.
 
ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსები.
 
„ეს არ არის გრეჩიხას კარვები ეს არის შვილმოკლული მამების სამართლიანი მოთხოვნა, რომ შვილის მკვლელები დამისაჯეთ, რას პასუხობენ ცინიზმს, პროპაგანადას, ზონდერების მოგზავნას. ყველა ის ადამიანი მოიტაცეს, ვინც ბატონ მაჩალიკაშვილს და სარალიძეს გვერდით ედგა,“- აცხადებ ნიკა მელია.პოლიციამ პარლამენტის წინ გზის სავალ ნაწილზე განთავსებული კარვები პარლამენტის შენობის წინ გადაიტანა. საპატრულო პოლიცის თანამშრომლები პერიმეტრს სრულად აკონტროლებენ.  მივმართავ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელზეც აპელირებენ დილიდან მათ შორის ქართული ოცნების დეპუტატები , გაიღვიძეთ, ადექით საწოლებიდან და გამოდით და მოეშვით სისულელეების ლაპარაკს, რომ თითქოს ეს მართულ იარის. – გამოდით ხალხო თქვენ გამოდით შვილმოკლული მამები არიან და მერე არ თქვათ, რომ აქ ზალიკო უდუმაშვილი იყო და ნიკა მელია, ვიქნები მაგრამ თქვენ სად ხართ? – "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს გავიდნენ რუსთაველზე
 
 

სიახლეები

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...