მთავარისიახლეებიპოლიტიკადაგვამხეს პოლიციელებმა ყველაფერი. აი, გახარიას უწყება! - ზაზა სარალიძე სასამართლოში მომხდარ ინციდენტზე...

დაგვამხეს პოლიციელებმა ყველაფერი. აი, გახარიას უწყება! – ზაზა სარალიძე სასამართლოში მომხდარ ინციდენტზე საუბრობს

Published on

ხმაური თბილისის საქალაქო სასამართლოში – შელაპარაკება ზვიად კუპრავას, ზაზა სარალიძესა და სამართალდამცავებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ სასადილოში მყოფ კუპრავას და სარალიძის მოსთხოვეს დარბაზში დაბრუნებულიყვნენ. – ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავი 2 ავრცელებს 
 
პოლიციამ ზვიად კუპრავა სასამართლო დარბაზში ძალის გამოყენებით მიიყვანა.
 
„სამ საათამდე მოგვცა მოსამართლემ დრო. დავჯექით ვჭამდით. დაგვამხეს პოლიციელებმა ყველაფერი. მოსამართლემ გამოგიძახაო ზვიად კუპრავას მოსთხოვეს, ერთი წუთი დამაცადე ჭამაო და დაგვამხეს ყველაფერი თავზე. გახარიას უწყება შენი დედაც… აი, გახარიას უწყება!!! სულ ყველა მკვლელები ხართ. ხალხო, ტვინი არ გაქვს თავში არც ერთს, ელემენტარული საჭმლის ჭამა არ გვაცალეს,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.
 
საქალაქო სასამართლოს სასადილოში ზვიად კუპრავა, ზაზა სარალიძე და მათი ადვოკატი მას შემდეგ ჩავიდნენ რაც აქციაზე დაკავებული კუპრავას საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე მოსამართლემ 3 საათამდე შესვენება გამოაცხადა. ამის შემდეგ სარალიძემ და კუპრავამ სასადილოში გადაინაცვლეს.
 
ინციდენტს შეესწრო ენმ-ს წევრი დავით ლაგვილავა. ის  ამბობს, რომ სამართალდამცავებმა მაგიდაზე გაწყობილი სასადილოს ინვენტარი დაამტვრიეს.  
 
„უცებ შემოგვივარდნენ პოლიციელები და დააკავეს ზვიად კუპრავა,“-განაცხადა დავით ლაგვილავამ.

სიახლეები

“ზვიად ცეცხლაძე ვინახულე, მითხრა, რომ წერილი მან დაწერა” – რა გაარკვია ბორის ჩელე ყურუამ

20 მაისს "დაფიონის" მიერ რეჟიმის 17 ტყვის სახელითა და ხელმოწერით გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით, რომელმაც...

21 მაისი ჩერქეზთა გენოციდის დღეა

21 მაისი ჩერქეზთა გენოციდის დღეა „შვიდი წელიწადი ეყარა ადამიანების ძვლები ზღვის ნაპირას. მამაკაცის წვერისა და...

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება

განათლების სამინისტროს ცნობით, პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება და 17 ივნისის...

წერილზე არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც პასუხია; MEGOBARI აქტი არის მტრული აქტი -კობახიძე

არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია - ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტების...