მთავარისიახლეებისამართალი,,ვერ ვხედავ ვერც ერთ ნაბიჯს, რომ ჩემი შვილის სულის სიწმინდე დაიცვან'' -...

,,ვერ ვხედავ ვერც ერთ ნაბიჯს, რომ ჩემი შვილის სულის სიწმინდე დაიცვან” – ზაზა სარალიძე შვილის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას აპროტესტებს

Published on

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მიმართავს და მისი შვილის ბიოგრაფიის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.
 
როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, ვრცელდება ინფორმაციები, რომ მისი შვილი მოძალადე იყო და ამიტომ მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას, რათა თქვან, რამდენად რეალურია ეს ინფორმაციები. სარალიძის თქმით, თუკი დაადასტურებენ, რომ მისი შვილი მოძალადე იყო, ამ შემთხვევაში სკოლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება.
 
 „ფეისბუქზე“ და სხვა წყაროებით, რომ ჩემი შვილი არის გამომძალველი, ვიღაც-ვიღაცებს ტუალეტში აყოფინებდა თავს და ა.შ. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ელფერი ეძლევა დაზარალებულების მიმართ განხორციელებულ მანიპულირებას სუბელიანის ოჯახის წევრების მხრიდან და პროკურატურიდან. ბორის კაკუბავა თქვენი ოჯახის წევრია, რომელმაც ღიად დაადანაშაულა ჩემი შვილი თითქოსდა თქვენს შვილს ემუქრებოდა ტუალეტში თავის ჩაყოფით და სძალავდა ფულს. თვეზე მეტია პასუხი ვერ მივიღე პროკურატურიდან რა საფუძველი ჰქონდა ბორის კაკუბავას კომენტარს.
მივმართავ 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ გამოააშკარაონ ჩემი შვილის ვინაობა, თუ იყო მოძალადე, თქვან, არ დამალონ არაფერი. თუ ჩემი შვილი მოძალადე იყო და ამ სკოლაში ძალადობა ხდება, მეთანხმებით ალბათ, რომ 51-ე სკოლის პასუხისმგებლობა დგება. თუ არ იყო მოძალადე, ადგნენ და გამოააშკარაონ ყველაფერი. ვერ ვხედავ ვერც ერთ ნაბიჯს, რომ ჩემი შვილის სულის სიწმინდე დაიცვან", – განაცხადა ზაზა სარალიძემ
 
 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...