მთავარისიახლეებისაზოგადოებაადამიანს, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს, სასაუბროდ არ დავუჯდები- ზაზა სარალიძე

ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს, სასაუბროდ არ დავუჯდები- ზაზა სარალიძე

Published on

ეკა ბესელიას არ დავუჯდები სასაუბროდ, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარესთან, სერგი კაპანაძესთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა. 
„ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს, არ დავუჯდები სასაუბროდ, გამორიცხულია. დანარჩენი ყველანაირად მზად ვარ, აბსოლუტურად ამომწურავად მოგაწოდოთ ყველაფერი ნებისმიერი დეტალი, თუ რაიმე ინფორმაცია გამაჩნია. ეკა ბესელიას არ დავუჯდები სასაუბროდ“, – განუცხადა ზაზა სარალიძემ სერგი კაპანაძეს. 
თავის მხრივ, სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ კომისიის მიზანია საქმის ბოლომდე მიყვანა. 
„თქვენ იცით, რომ კომისიაში უმრავლესობა არის საპარლამენტო უმცირესობა – „ევროპული საქართველო“. გადაწყვეტილებებს იღებს უმრავლესობა. არ მინდა ეკა ბესელიაზე ვისაუბრო, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მხრივ, თქვენთან სრული მხარდაჭერა იქნება. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ ჩვენ ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით“, – განაცხადა კაპანაძემ.
 

სიახლეები

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში 26-ე ქნესეთის არჩევნები იმართება. ეს 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული...