მთავარისიახლეებისაზოგადოებავლადიმერ პუტინს მიხეილ სააკაშვილის ხატება არ ასვენებს

ვლადიმერ პუტინს მიხეილ სააკაშვილის ხატება არ ასვენებს

Published on

ვლადიმერ პუტინი ალექსეი ნავალნის კვლავ მიხეილ სააკაშვილს ადარებს.
 
რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ავსტრიის ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში ახსენა. შეკითხვა კი ჟურნალისტმა მას რუსეთში კორუფციასთან მებრძოლ ნავალნიზე და მისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუსვა.
 
"არ გვინდა, რომ ჩვენს პოლიტიკურ სცენაზე მეორე, მესამე ან მეოთხე გამოშვების სააკაშვილი გამოჩნდეს,"- აცხადებს ვლადიმერ პუტინი.
 
მისივე თქმით, რუსი ხალხი საკმაოდ გონიერია და ხვდება, რომ კლოუნი პოლიტიკოსები არ სჭირდება.
 
ავსტრიაში გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთთან ურთიერთობებზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ რუსეთი ევროკავშირში განხეთქილების შეტანას არ ცდილობს.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....