მთავარისიახლეებიკონფლიქტებირა ,,სასიკვდილო დარტყმა'' მიაყენეს ლონდონში აფხაზეთის სტატუსს?

რა ,,სასიკვდილო დარტყმა” მიაყენეს ლონდონში აფხაზეთის სტატუსს?

Published on

 
ოკუპირებულ  აფხა­ზე­თში აღშფოთებული არიან იმით, რომ  მსოფ­ლიო მე­დია   ConIFA-ს (და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის კონ­ფე­დე­რა­ცია) ეგი­დით მიმ­დი­ნა­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნატ­ში აფხაზური ს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შეფასებისას და­უ­ფა­რა­ვად ქი­ლი­კობ­დ რესპუბლიკის სტატუსთან დაკავშირებით.  
 
 როგორც  სოხუმელი ჟურნალისტი იზიდა ჭანია ვალალებს,  ,,მე­დია კომ­პა­ნი­ე­ბი აფხა­ზე­თი­სა და ტი­ბე­ტის ნაკ­რებს შო­რის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სა­ხებ გეს­ლი­ან ხუმ­რო­ბებს ერ­თმა­ნეთს არ აც­ლიდ­ნენ, კონ­კრე­ტუ­ლად – ConIFA–ს ვერ­სი­ით, აფხა­ზე­თი, სა­ქარ­თვე­ლოს შემ­დეგ ფრჩხი­ლებ­ში იწე­რე­ბა. ამის შემ­დეგ მო­დის ფრა­ზა, რო­მე­ლიც სა­სიკ­ვდი­ლო დარ­ტყმის ტოლ­ფა­სია, კონ­კრე­ტუ­ლად: “2016 წელს, ConIFA–ს ჩემ­პი­ო­ნა­ტი ფეხ­ბურთში სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და''. ცნო­ბის­თვის მათ­თვის, ვინც არ იცის, – იმ წელს ეს ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი, აფხა­ზე­თის დე­და­ქა­ლაქ სო­ხუმ­ში გა­ი­მარ­თა” – წერს იგი. 
 
ამგვარმა  ფორმულირებამ, რომლის თანახმად სოხუმი, სადაც წინამორბედი ჩემპიონატი გაიმართა,  საქართველოა,   დიდი ხნით გაუფუჭა განწყობა აფხაზებს, რომლებიც  თვლიან, რომ  ნე­ბის­მი­ე­რი გას­ვლი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა, სპორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა ეს თუ კულ­ტუ­რუ­ლი , პო­ლი­ტი­კურ დატ­ვირ­თვას ატა­რებს და  მათი წარ­მო­მად­გე­ნელის მო­ნა­წი­ლე­ობ­ა   სად­მე, “საზღ­ვარ­გა­რეთ” , შე­დე­გის მი­უ­ხე­და­ვად,  გა­მარ­ჯვე­ბაა, რადგან   მის ახალ სტატუსს უწევს პოპულარიზაციას., ლონდონში კი  ეს სტატუსი საქილიკო გაუხადეს. 
 
,, დამნაშავე ამაში, აფხაზი ჟურნალისტის  თქმით,  ქართული მხარეა, თუმცა არა მხოლოდ ის.   იგი მწვავედ აკრიტიკებს აფხაზეთის მთავრობას, რომელიც არაფერს უპირისპირებს ქართულ პროპაგანდას მსოფლიო მედიაში.
 
,,დროა შე­ვი­მუ­შა­ვოთ ფორ­მუ­ლი­რე­ბა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი გა­ი­გებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ არის ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რაც აფხა­ზეთ­ში ხდე­ბა და კი­დევ, – იქ­ნებ რო­გორ­მე ავუხ­სნათ ევ­რო­პას, რომ აფხა­ზე­თი უკვე დიდი ხა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს იუ­რის­დიქ­ცი­ის ქვეშ არ არის…”- წერს იზი­და ჭა­ნია.
 
შეგახსენებთ, ConIFA ნა­წი­ლობ­რივ აღი­ა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სა­ფეხ­ბურ­თო ასო­ცი­ა­ცი­ებს აერ­თი­ა­ნებს. წელს  კონ­ფე­დე­რა­ციამ ტურნირი ლონდონში გა­­მარ­თა.  
 

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...