მთავარისიახლეებიპოლიტიკაპუტინი სააკაშვილის შიშით... ნავალნის უპირისპირდება. რას პასუხობს მის მორიგ გამოხდომას პრეზიდენტი...

პუტინი სააკაშვილის შიშით… ნავალნის უპირისპირდება. რას პასუხობს მის მორიგ გამოხდომას პრეზიდენტი სააკაშვილი

Published on

იმ ქართველებს მინდა მივმართო, ვინც დაიჯერა და უაზროდ იმეორებს რუსულ პროპაგანდას ჩემს მიმართ, ვწუხვარ, რომ ამდენი წელი, პუტინი გატარებთ თავის ჭკუაზე და იქნებ საკუთარ ჭკუას მოუხმოთ, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას. 
 
„პუტინს, მთელს რეგიონში, საკუთარი თავისთვის მთავარ საფრთხედ მე მივაჩნივარ და მუდმივად ამას უსვამს ხაზს!“- წერს სააკაშვილი.
 
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ავსტრიულ ტელეკომპანია ORF-თან ინტერვიუში პასდუხად კითხვაზე , რატომ არ მიეცა ალექსეი ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება,  განაცხადა, რომ რუსეთის მოსახლეობას ასეთი პოლიტიკოსები არ აინტერესებს.
 
„ჩვენ არ გვსურს, რომ კიდევ ერთი, მეორე, მესამე ან მეხუთე სააკაშვილი "შემოგვტენონ", არ გვსურს, რომ რუსულ პოლიტიკურ სცენაზე მეორე, მესამე და მეოთხე გამოცემის სააკაშვილები გამოჩნდნენ. თქვენ მოგწონთ ასეთი თითქოსდა პოლიტიკური მოღვაწეები? რუსეთს სჭირდება ადამიანები, რომლებსაც პოზიტიური დღის წესრიგი აქვთ, რომლებიც არა მხოლოდ პრობლემებზე საუბრობენ, არამედ მათი გადაჭრის გზების შემოთავაზებაც შეუძლიათ. თუ ადამიანი მხოლოდ პრობლემაზე საუბრობს და მისი საშუალებით საკუთარი რეიტინგის გაზრდა სურს, ხალხს ასეთი პოლიტიკოსები არ აინტერესებს“, – განაცხადა პუტინმა. 
 
კითხვაზე, ადამიანებს რატომ არ მიეცათ საშუალება, ალექსეი ნავალნისადმი საკუთარი დამოკიდებულება არჩევნებზე გამოეხატათ, პუტინმა განაცხადა, რომ ამომრჩევლებს პოლიტიკოსების გაცნობა ინტერნეტშიც შეუძლიათ.
 
 

სიახლეები

თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

"თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?" - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა...

ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში...

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...