მთავარისიახლეებიპოლიტიკათამარ ჩუგოშვილისთვის ის, რაც გუშინ რუსთაველზე ხდებოდა თურმე ცირკია

თამარ ჩუგოშვილისთვის ის, რაც გუშინ რუსთაველზე ხდებოდა თურმე ცირკია

Published on

,, ის, რაც გუშინ ხდებოდა ქალაქში, მათ შორის, სახალხო დამცველის შეურაცხყოფაც, სრულიად მიუღებელია და მიხარია, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრათ შესაბამის პირებს",- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმ თამარ  ჩუგოშვილმა.
 
დეპუტატი არასერიოზულად მიიჩნევს კითხვას იმის შესახებ, უნდა შეხვდეს თუ არა პრემიერ-მინისტრი ზაზა სარალიძესთან ერთად აქციაზე მდგომ პოლიტიკოსებსაც.
 
"როდესაც პარტიები ამბობენ, მოვდივართ პრემიერთან, რომ მოველაპარაკოთ მისი გადადგომის პირობებზეო, ეს უკვე ყველაფრის მიღმა არის. ასეთ დროს თუ გგონიათ, რომ პრემიერი უნდა ადგეს და ამ ადამიანებს სერიოზულად დაელაპარაკოს, ვერ დაელაპარაკება, იმიტომ რომ, მაშინ იმ ხალხის მხრიდანაც სერიოზული დამოკიდებულება უნდა იყოს",- განაცხადა ჩუგოშვილმა.
 
პარლამენტის ვიცე-სპიკერის შეფასებით, ზოგადად რაც ბოლო დღეებში ქალაქში მიმდინარეობდა, არ იყო კარგი საყურებელი, მათ შორის, რაც ვაკის პარკში ხდებოდა. ეს იყო ცირკი''
"ადამიანური ტრაგედიის მიმართ ყველანი სოლიდარულები ვართ. დანარჩენი, რა ფორმებიც მიიღო ქალაქში საპროტესტო აქციებმა, მე მგონი, არავის მოგვწონს. მე ამას ვამბობ არა   პირველ დღეს გამართულ აქციაზე, არამედ იმაზე, რა ფორმებიც მიიღო ყიველივე ამან გუშინ.  – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა 

სიახლეები

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან 12:00...

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...