მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან გოცირიძე: ,,საგამოძიებო კომისია არის ხელისუფლების ხრიკი, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი...

რომან გოცირიძე: ,,საგამოძიებო კომისია არის ხელისუფლების ხრიკი, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი გადააგოროს. ჩვენ ამას ხელს არ შევუწყობთ ”

Published on

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ  მიიღებს – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.
 
ამრიგად კომისიის შემადგენლობაში მათი ფრაქცია არ იქნება და ამ თემაზე არც ირაკლი კობახიძესთან დაგეგმილ კონსულტაციებში აპირებენ მონაწილეობას. 
 
„ჩვენ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს იქნება დროის სამთვიანი გაწელვა და ხელისუფლების ხრიკი, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი გადააგოროს. ჩვენ ამას ხელს არ შევუწყობთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...