მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: როგორც კი დოკუმენტები მექნება, დაუყოვნებლივ ჩავალ საქართველოში და ჩემს ხალხს...

მიხეილ სააკაშვილი: როგორც კი დოკუმენტები მექნება, დაუყოვნებლივ ჩავალ საქართველოში და ჩემს ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში გვერდით დავუდგები”

Published on

 პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც  ი ამ ეტაპზე პოლონეთში იმყოფება ადგილობრივი მაუწყებლობის ეთერში განაცხადა, რომ, როგორც კი შესაძლებლობა ექნება, მაშინვე გაემგზავრება საქართველოში. 
 
"საქართველოში იმისიც კი ეშინიათ, რომ მათ ციხეში ვიჯდე, ხოლო როცა ხელისუფლებას იმ ადამიანის ეშინია, რომელსაც ციხე ემუქრება, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მართლები არ არიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველ ხალხში მე ძლიერი პოზიცია მიჭირავს.
 
ახლა პირიქით, კი არ ვემალები მართლმსაჯულებას, ვეუბნები, მოვალ-მეთქი, მაგრამ მეუბნებიან – არა, არა, დარჩი სადაც ხარო. უბრალოდ ამ ეტაპზე არანაირი დოკუმენტი არ მაქვს, რომ საქართველოში წავიდე და როგორც კი მექნება, არ დავაყოვნებ, წავალ და ჩემს ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში გვერდით დავუდგები" – აცხადებს სააკაშვილი.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...