მთავარისიახლეებისაზოგადოებამალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციებს აანონსებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციებს აანონსებს

Published on

რამაზანის დასრულების შემდეგ მე ვაპირებ აქციებს, – ამის შესახებ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა გუშინ პარლამენტთან განაცხადა. 
მისი თქმით, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ქართველი ხალხის გვერდში დგომის იმედი აქვს. "მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მთლიანად პანკისის ხეობა და ქისტი მოსახლეობა ქართველი ერის გვერდში იქნება. როგორც ავრცელებენ ინფორმაციას, პანკისის ხეობაში ტერორისტებს არ ზრდიან. იქ ვაჟკაცებს ზრდიან. პირველივე დღიდან, რაც ზაზამ დამირეკა და ჩემსავით გამწარებული იყო, სიტყვა მივეცი, რომ მის გვერდით ვიდგებოდი. ამას შევასრულებ. 
ჩვენთან ამჟამად რამადანია. მთელი დღე უჭმელები ვართ, მაგრამ მაინც თქვენთან ვართ. ამის დასრულების შემდეგ აქციები უნდა დამეანონსებინა. ამას მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკური იქნება თუ არაპოლიტიკური. მთავარია გვერდში დგომა", – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

სიახლეები

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე, რომლიც 145 იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეეხებათ

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ. შეზღუდვები სულ 145 ფიზიკურ და იურიდიულ პირს...

პენსიონერი ცოლ-ქმარი ქონებრივი დავის გამო ჩაცხრილეს – დაკავებულია ერთი პირი

პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა,...