მთავარისიახლეებიპოლიტიკააქცია სახელწოდებით "ნუ მომკლავ!" დღეს უკვე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაიმართება

აქცია სახელწოდებით “ნუ მომკლავ!” დღეს უკვე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაიმართება

Published on

აქცია სახელწოდებით "ნუ მომკლავ!" დღეს 14:00 საათზე უკვე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაიმართება.
 
პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც მეორე დღეა უკვე აქციის ორგანიზება საკუთარ თავზე აიღეს, საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. მათ სურთ გიორგი კვირიკაშვილს უშუალოდ გააცნონ მისი გადადგომის შესახებ დაყენებული ულტიმატუმი.
 
პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი, ის მზადაა შეხვდეს მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს, "პოლიტიკურად ანგაჟურებული პირების" გარეშე.
 
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ პრემიერი მათ არ შეხვდება, ამას თავის არიდებად ჩათვლიან და საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.
 
„თუ შეხვედრა შედგება, შეხვედრა უნდა შედგეს იმ ფორმატში, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ.ჩვენ ზაზა სარალიძესთან ერთად ვმოქმედებთ და შეხვედრაც უნდა შედგეს ერთობლივად. თუ ეს შეხვედრა არ შედგა ჩაითვლება,რომ  პრემიერ-მინისტრი თავს არიდებს ამ შეხვედრას.
 
ახლა ვითარების განმუხტვის გასაღები ხელისუფლების ხელშია წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მიიღებენ ძალიან მძლავრ პროტესტს რუსთაველის გამზირზე“- აცხადებს უდუმაშვილი

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...