მთავარისიახლეებისაზოგადოებასოლიდარობის აქციის ორგანიზატორი ზუგდიდელი ახალგაზრდები ემიჯნებიან პოლიტიკურ აქციებს, თუმცა სოლიდარობას უცხადებენ ზაზა...

სოლიდარობის აქციის ორგანიზატორი ზუგდიდელი ახალგაზრდები ემიჯნებიან პოლიტიკურ აქციებს, თუმცა სოლიდარობას უცხადებენ ზაზა სარალიძეს

Published on

სოლიდარობის აქციის ორგანიზატორი ზუგდიდელი ახალგაზრდები თვლიან, რომ აქცია პოლიტიკურ ჭრილში გადაიზარდა და მასში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა რჩებიან ზაზა სარალიძის გვერდით. ახალგაზრდებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომელსაც "ოდიშინიუსი" უცვლელად გთავაზობთ.:
"მიმდინარე მოვლენებმა დაგვანახა, რომ აქციის ძირითადი მიზანი, რომელიც დაკავშირებული იყო კოკნკრეტული ძალმომრეობითი სისტემის აღოფხვრისაკენ, რომელმაც თავის მხრივ შეიწირა ძალიან ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლე, გადაიზარდა პარტიულ ქიშპში, რომლის ფარგლებში პარტიული სინიდკატები ცდილობენ აქციიდან დივიდენდების მიღებას. 
ახალგაზრდები პირველივე დღიდან გულწრფელად იდგნენ და დგანან შვილმოკულლი მშობლების გვერდით, განსაკუთრებით აქციის შემომქმედი ზაზა სარალიძის გვერდით, რომელმაც არსებული სისტემის წიაღშვი ვერ იპოვა სამართალი. ძალმომრეობითი სისტემა, რომელიც დამკვირდებულია და ფესვგადგმულია ხელისუფლების ცალკეულ შტოებში, სათავეს იღებს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებების პერიოდიდან, რომელიც არის და იყო მორგებული პრივილეგირებულთა შტოს.
სამოქალაქო პროტესტის ფარგლებში, აქციის აქტორებმა, კერძოდ ახალგაზრდებმა მიუხედავად  პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან არაერთი მცდელობისა არ დაუთმეს მათ ტრიბუნა, ვინაიდან გულწრფელი პროტექსტი არ გადაზრდილიყო პარტიულ  მოწოდებებში. 
ჩვენი ახალგაზრდების მოთხოვნა რჩება უცვლელი, კერძოდ ხელისუფლებამ უზრუნველყოს დროული და ეფექტური საგამოძიებო მოქმედების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე არსებულ კითხვებზე, პასუხის გაცემას. გამოვლინდეს ყველა ის პირი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობას იღებდა დანაშაულებრივი ქმედების დაფარვაში და მიეცეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. ამასთანავე, რაც მნიშვნელოვანია სამართალდამცავ და პროკურატურის სისტემაში უნდა მოხდეს ძირეული ცვლილებები, რადგან ის ვერ უზრუნველყოფს ეფექტრური საგამოძიებო მოქმედების განხორციელებას და ადამიანის უფლებების ჯეროვან დაცვას.
ახალგაზრდები არასოდეს შევეგუებით უთანასწორო დამოკიდებულებას მოქალაქეების მიმართ და ყოველთვის დავდგებით სამართლიანობის სადარაჯოზე. აქვე დავსძენთ, რომ ჩვენ თვალყურს მივადევნებთ განვითარებულ მოვლენებს, რის საფუძველზეც ერთად შევიმუშავებთ შემდგომ სამოქმედო გეგმას. "- ნათქვამია განცხადებაში

სიახლეები

“საქართველოს მოქალაქეობა წამართვეს”-ლაშა გაბიტაშვილი

ლაშა გაბიტაშვილი, რომელიც აბუ-დაბიში "ოცნების" წევრებს დაუპირისპირდა, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს რომ...

“ოცნება” სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აუქმებს და პროკურატურას უერთებს

"ოცნება" სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აუქმებს და პროკურატურას უერთებს - ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს. საკითხი შესაძლოა...

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა 2016 წელს, 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან გიგა ოთხოზორია...

“ხუთშაბათს მაქვს პროცესი; 99% ალბათ, დამიჭერენ“ -ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, ხუთშაბათს, 22 მაისს დაგეგმილ პროცესზე შესაძლოა,...