მთავარისიახლეებისაზოგადოებარას ჰქვია მოთხოვნების შეცვლა?! მე შვილს პირობა მივეცი, რომ ყველა დამნაშავე და...

რას ჰქვია მოთხოვნების შეცვლა?! მე შვილს პირობა მივეცი, რომ ყველა დამნაშავე და ხელის დამფარებელი დაისჯება”, -ზაზა სარალიძე

Published on

ზაზა სარალიძემ აღნიშნა, რომ მისი მოთხოვნები უცვლელია. "მინდა ბოდიში მოგიხადოთ. მეუღლე ცუდად არის. გამოვიპარე ცოტა ხნით. რას ჰქვია მოთხოვნების შეცვლა?! მე შვილს პირობა მივეცი, რომ ყველა დამნაშავე და ხელის დამფარებელი დაისჯება", – განაცხადა ზაზა სარალიძემ. 
 
ამასთან, ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში მისვლის მიზეზიც განმარტა. "რაც შეეხება მეორე აქციაზე მისვლას, იქ ჩემი შვილი და მისი მეგობრები იდგნენ. არ აქვს მნიშვნელობა, აქციაზე ვინ დგას. მე ყველგან მივალ, ვინც სოლიდარობას მiცხადებს", – აღნიშნა სარალიძემ.
 
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ყველა პოლიტიკურ პარტიას და თითოეულ მოქალაქეს მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. "მე მოვუწოდე უკვე პოლიტიკურ პარტიებს და მხარდამჭერებს ამ სისტემის დასამარცხებლად. ყველას ერთად მოგიწოდებთ, გაერთიანდით და ერთად იბრძოლეთ", – აღნიშნა სარალოძემ. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...