მთავარისიახლეებისაზოგადოებააზერბაიჯანში გუშინ მომხდარი ავარიისას დაშავებული გორელი და ხაშურელი ბავშვები ...

აზერბაიჯანში გუშინ მომხდარი ავარიისას დაშავებული გორელი და ხაშურელი ბავშვები სხვებთან ერთად კლინიკიდან გაწერეს

Published on

თბილისი-ბაქოს ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიისას დაშავებულთაგან, აზერბაიჯანის ერთ-ერთი კლინიკა ყველა პაციენტმა დატოვა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საავადმყოფოში ავტობუსის მძღოლი, ექსკურსიის გიდი და მგზავრები გადაიყვანეს, სულ 20-მდე ადამიანი, თუმცა, ამ დროისთვის ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 
 
ტურის ხელმძღვანელის, გიორგი ბოკუჩავას თქმით, მძღოლს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება ჰქონდა მიღებული, აზერბაიჯანიდან საქართველოში დღეს გადმოიყვანენ. ჯგუფის წევრები კი, რომლებსაც ნაკაწრი დაზიანებები და მსუბუქი დაჟეჟილობები აღენიშნებოდათ, თავს კარგად გრძნობენ და ბაქოში ექსკურსიას აგრძელებენ.
 
ავარიის დროს, ავტობუსში 60 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, გორის და ხაშურის სკოლების მე-12 კლასის კურსდამთავრებულები, მათი პედაგოგები და მშობლები.
 
თბილისი-ბაქოს გზაზე, აზერბაიჯანის დედაქალაქიდან 100 კილომეტრის დაშორებით, ორი სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, ავარიის დროს, ერთ-ერთმა სატვირთომ მიმართულება შეიცვალა და ამავე მაგისტრალზე მოძრავ ავტობუსს შეეჯახა.
 
ტურისტული კომპანიის კუთვნილი სხვა ავტობუსით, 60 კაციანი ჯგუფი საქართველოში ხვალ დაბრუნდება.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...