მთავარისიახლეებიპოლიტიკასანდრა ელისაბედ რულოვსი პარლამენტის წინ მივიდა. იგი სოლიდარობას უცხადებს ზაზა სარალიძეს

სანდრა ელისაბედ რულოვსი პარლამენტის წინ მივიდა. იგი სოლიდარობას უცხადებს ზაზა სარალიძეს

Published on

საქართველოს  ყოფილი პირველი ლედი   სანდრა ელისაბედ რულოვსი ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებს. დღეს იგი  პარლამენტის წინ მივიდა.
 
„ვაცხადებ ჩემს მხარდაჭერას ბატონ ზაზასთან და მის სამართლიანობის აღდგენის ბრძოლასთან. ხმა აღარ აქვს ბატონ ზაზას, მაგრამ ხალხი დგას მასთან და მე იმედი მაქვს, რომ ხალხი მის მაგივრად ილაპარაკებს დღეს და მაგრად იქნებიან და მოსთხოვენ აუცილებლად, რომ სამართლიანობა აღდგეს. რაც მოხდა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ის გამოძიება, რომელიც დარღვევებით ჩატარდა, კიდევ უფრო ამძიმებს ამ ოჯახისთვის და მთელი საზოგადოებისთვის ამ ფაქტს,“ – განაცხადა ლედი  სანდრა რულოვსმა.
 
სანდრა რულოვსი მოზარდების სისხლიან გარჩევას ეხმაურება და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია გარჩევების ინსტიტუტი შეიცვალოს.
 
დღეს პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია 16:00 საათზე განახლდება.

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...