მთავარისიახლეებისაზოგადოებაპარლამენტის შენობასთან სოლიდარობის აქცია 16:00 საათზე განახლდება

პარლამენტის შენობასთან სოლიდარობის აქცია 16:00 საათზე განახლდება

Published on

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ამ დროისთვის რამდენიმე კარავია გაშლილი. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე. 
როგორც ზაზა სარალიძე აცხადებს, ნივთმტკიცებები აღარ არის და შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერაფერს გამოიძიებს.
„მოწმეები დაშინებული არიან, რას გამოიძიებენ. ძირს ყველა, ვინც სისტემას მფარველობს“,- განაცხადა ზაზა სარალიძემ. 
დილიდან პარლამენტთან ისევ მივიდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ აქციას დღეს პანკისიდანაც შეუერთდებიან. 
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე ათეული ადამიანი რჩება. აქცია პარლამენტის შენობასთან დღეს 16:00 საათზე განახლდება. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...