მთავარისიახლეებისაზოგადოებანუ მომკლავ! აღსრულდეს სამართლიანობა!- ამ ლოზუნგით დღეს ზუგდიდში სოლიდარობის აქცია გაიმართება

ნუ მომკლავ! აღსრულდეს სამართლიანობა!- ამ ლოზუნგით დღეს ზუგდიდში სოლიდარობის აქცია გაიმართება

Published on

არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორი სოლიდარიბის აქციას დღეს ზუგდიდში 15:00 საათზე გამართავს. "ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში ვიკრიბებით და კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას იმ ოჯახებს, რომლებიც დღემდე ამაოდ ეძებენ სამართლიანობას. გამოდით ყველანი! ეს უნდა იყოს, ყოველგვარი ვიწრო პარტიული კლიშეებისაგან თავისუფალი აქცია სადაც თავის სიტყვას იტყვის მოქალაქე! მხოლოდ ირაკლი შოთაძის გადადგომა არ არის გამოსავალი, გამოსავალია სისტემურად პრობლემური საგამოძიებო სისტემის დანგრევა, რომელიც თითქმის 15 წელია ვერ ახერხებს მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიებას, რომელიც 15 წელია ხელმძღვანელობს შერჩევითი სამართლის პრინციპით და ხელს აფარებს დამნაშავეებს. სამართლიანობა უნდა აღსრულდეს, სისტემა უნდა დაინგრეს და გაიწმინდოს დამნაშავეებისაგან, ძალაუფლება ჩვენშია, მოქალაქეებში და დავანახოთ იგი ხელისუფლებას!"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია გუშინ მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა.

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...