მთავარისიახლეებისაზოგადოებამამები და შვილები. დღეს დილით გიგა ოთხოზორიას მამა გარდაიცვალა

მამები და შვილები. დღეს დილით გიგა ოთხოზორიას მამა გარდაიცვალა

Published on

დღეს დილით  გარდაიცვალა ზურაბ ოთხოზორია, ხურჩაში  ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას მამა.
 
ზურაბ ოთხოზორია 29 მაისიდან იმყოფებოდა საავადმყოფოში, კომატოზურ მდგომარეობაში. 
 
როგორც ჯერ კიდევ გუშინ ამბობდნენ მისი ოჯახის წევრები,   ისინი ძალიან განიცდიდნებ  ზაზა სარალიძის  მდგომარეობას, რადგან თავიანთ  თავზე ჰქონდათ  გამოცდილი, რას ნიშნავს, როცა შვილს გიკლავენ და  სახელმწიფო უძლურია ან არა აქვს პოლიტიკური ნება  აღასრულოს სამართალი.  მათ თავად გამოიარეს  გზა, რომელსაც ახლა გადის ზაზა სარალიძე – გიგა ოთხოზორიას მკვლელობის პირველ ეტაპზე  ხელისუფლებამ სცადა ეს მკვლელობა ყოფით ინცინდენტამდე დაეყვანა და  მხოლოდ ოჯახის წინააღმდეგობისა და ბრძოლის შედეგად გახდა იძულებული ეთქვა სიმართლე, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა  – მკვლელობა ქართველი მოქალაქისა ქართველობისთვის, რადგან მკვლელობა მოყვა იმას, რომ გიგა ოთხოზორიამ ვერ მოითმინა ქართული დროშის შეურაცხყოფა და ცინიზმი სხვა ქართველი მოქალაქის მიმართ და ეროვნული ღირსების დაცვა სცადა. 
 
 სახელმწიფოს პირველივე წუთიდან უნდა აეტეხა განგაში, მაგრამ  ხელისუფლების მიერ მართულმა სასამართლომ საქმეს შეგნებულად მისცა არასწორი კვალიფიკაცია და ინცინდენტის საფუძველი ფორმულირებულ  იქნა როგორც ,,ტვირთის გადატანასთან  დაკავშირებული შელაპარაკება მესაზღვრესა და მოქალაქეს შორის.
 
 ახლა უსამართლობისა და დაუცველობის განცდას ვეღარ შველის ვერც ბინა, რომელიც ისედაც ეკუთვნოდა ამ დევნილ ოჯახს, და ვერც ბოდიშები,  არაფერია  სახლემწიფოს მხრიდან მათთვის ყველაზე მძიმე წუთებში გამოვლერნილი გულგრილობისა და ცინიზმის საპირწონე. 
სწორედ ეს არის ის, რაც საოკუპაციო საზღვარს გამოღმა შემოჭრილი მესაზღვრისფორმიანი ბანდიტის მიერ ხურჩაში მოკლული  გიგა ოთხოზორიასა და  თბილისის ცენტრში,  ხორავას ქუჩაზე მოკლული  ყმაწვილების  თითქოს ერთმანეთიგან განსხვავებულ საქმეებს აერთიანებს.  
 
 
გიგას მამა ზურაბ ოთხოზორია აღარ არის, ის თავის ხვეჩერია ბიჭთან წავიდა, მაგრამ  დათუნას მამა ზაზა  სარალიძე ფეხზე დგას და დააყენა მთელი საქართველო. ნათელი ზურაბ ოთხოზორიას სულს და გამარჯვება ზაზა სარალიძეს მისი და სხვისი შვილების სახელით ბრძოლაში 
 
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...