ხელისუფლებას სიმართლის აღიარების ძალა და უნარი არა აქვს – სიცრუით დაიწყო და სიცრუით ამთავრებს

0
381
რუსთაველზე კარვებია გაშლილი. დღეს აციას რეგიონებიდან დაძრული კოლონები შეუერთდებიან. სიტუაციასულ უფრო და უფრო იმუხტება. ხელისუფ;ება გამოსავალს ეძებს,  მაგრამ  ყველა  მისი წინადადება სავესებით საფუძვლიანად დროის გადაწევისა და ამ მუხტის ჩაცხრობის მცდელობად აღიქმება. გიორგი გახარიას  კლოუნადა, რომელმაც მეტნაკლებად გაჭრა კლუბების დარბევის შეშემთხვევაში, ამჯერად ყოვლად უპერსპექტივო ჩანს, რადგან არ არსებობს ძალა, გარდა სიომართლისა, რომელიც შვილმოკლული მამის და საზოგადოებაში ამ და სხვა მიზეზებით დაგროვილი აღშფოთების საპირწონე შეიძლება იყოს. ხელისუფლებას კი ამ  სიმართლის აღიარების ძალა და უნარი არა აქვს –  სიცრუით დაიწყო და სიცრუით ამთავრებს.
 
არასაპარლამენტო ოპოზიციაში თვლიან, რომ სისტემის შეცვლაა საჭირო და მხოლოდ მთავარი პროკურორის შეცვლა არაფერს შეცვლის.
 
შექმნილი კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად პოლიტიკოსები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ასახელებენ.
 
„ის იქნება მორიგი შოთაძე, ივანიშვილის მორიგი მოურავი, მორიგი მსახური, ვფიქრობთ, ხალხმა უნდა შეძლოს მთავრობის გადაყენება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა“- აცხადებს ”სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარე ნიკა მაჭუტიძე.
 
”ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია კი აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ახლა ყველანაირი განცხადება და შეთავაზება დაგვიანებულია.
 
„ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა თავის არაპროფესიონალიზმით, უგუნურებითა თუ გამოუცდელობით, იმისთვის რომ ეს დღე დამდგარიყო. გამოსავალი ალბათ არის ხელისუფლების გადადგომა, “-აცხადებს მანანა ნაჭყებია.
 
”თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელი მდივანი ლევან სამუშია კი აცხადებს, რომ სისტემის საფუძველი უნდა დაინგრეს.
 
„ეს უნდა იყოს ობიექტურად ორიენტირებული საზოგადოებაზე სამართლიანობაზე და არ უნდა იყოს მსახური პოლიტიკური ხელმძღვანელობის,“-აცხადებს სამუშია.
წინა სტატიაპარლამენტის შენობასთან სოლიდარობის აქცია 16:00 საათზე განახლდება
შემდეგი სტატიასაქართველოში ბაზრიდან ავთვისებიანი სიმსივნის სამკუნალო მედიკამენტის, “ტაქსოტერის” კონკრეტული სერია ამოიღეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური