ჩემილიკვიდაცია გადაწყვიტეს- ზაზა სარალიძე შსს-ს შეთავაზებაზე

0
408
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ზაზა სარალიძეზე მოსალოდნელი პროვოკაციების გამო უწყება მას დაცვას სთავაზობს, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა გამოეხმაურა.
 
ზაზა სარალიძის თქმით, 6 თვის განმავლობაში ითხოვდა მისი შვილის მკვლელების დასჯას და ახლა მას შსს-სგან დაცვა არ სჭირდება. სარალიძის განცხადებით, მის უფლებებს აქციაზე შეკრებილი ხალხი იცავს.
 
„მთავრობამ გადაწყვიტა ჩემი დაცვა. 6 თვეა, ჩემი შვილის უფლებების დაცვას ვეხვეწები და 6 თვე სულში მაფურთხებდნენ და სულში აფურთხებდნენ ჩემ შვილს. მე მაგათი დაცვა არ მჭირდება. არჩილ ტატუნაშვილის ღირსებაზე, თემირლან მაჩალიკაშვილის ღირსებაზე არ უზრუნიათ, ახლა უნდათ ჩემი დაცვა? ფუი მაგათ,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
 
პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მეორე დღეა, რაც მიმდინარეობს. 
წინა სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ რიგებს ტოვებს (ექსკლუზივი)[Video]
შემდეგი სტატიაზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – დაშავებულია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია(ფოტო)
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური