მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდში ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს [Video]

Published on

ამ წუთებში ზუგდიდში ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო სექტორის მიერ ორგანიზებული აქცია „ნუ მომკლავ!“ ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე 18:00 საათზე დაიწყო, რომელიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ სოციალური ქსელის საშუალებით დაიგეგმა.

 

აქციის მონაწილეების თქმით, დღეს აქ გამოვიდნენ იმიტომ რომ გვერდში დაუდგნენ შვილმკვდარ, გაუბედურებულ ოჯახს. აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ტრანსპარანტები: „ნუ მომკლავ“, „გადადგეს მთავრობა“ „ გადადგეს შოთაძე“. აქციის მონაწილეებმა ფეხით მსვლელობა გამართეს ზუგდიდის საოლქო პროკურატურასთან, სადაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და თავისუფალი მოქალქეები არიან შეკრებილი.აქციის ორგანიზატორების თქმით, ეს არის სრულიად აპოლიტიკური აქცია, სადაც ერთიანია ყველა და სრულად იზიარებს ზაზა სარალიძის ტკივილს.

 

 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...