მთავარისიახლეებიპოლიტიკათურქეთის საგარეო უწყება სირიის მხრიდან აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" "აღიარებას" საერთაშორისო სამართლის...

თურქეთის საგარეო უწყება სირიის მხრიდან აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” “აღიარებას” საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად აფასებს

Published on

ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. თურქეთის რესპუბლიკა სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლად აღიარებას“ საერთაშორისო სამართლის, გაეროს ქარტიისა და გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების უხეშ დარღვევად მიიჩნევს. – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჰამი აქსოისმა სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ დასმულ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. 
 
,,ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას“. – ნათქვამია თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
 
შეგახსენებთ, დე ფაქტო აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" სირიამ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად რამდენიმე დღის წინ აღიარა. 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....