მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლება, რომელიც ხელს აფარებს მკვლელებს, კრახის ზღვარზეა - საქართველო ფეხზე დადგა

ხელისუფლება, რომელიც ხელს აფარებს მკვლელებს, კრახის ზღვარზეა – საქართველო ფეხზე დადგა

Published on

,,დაუყოვნებლივ იყოს  გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან შოთაძე. ასევე პასუხისგებაში იქნას მიცემული შოთაძე, იქიდან გამომდინარე რომ პირველივე დღიდან იყო ჩართული ამ საქმის გაყალბებაში. დაუყოვნებლივ პასუხისგებაში იქნას მიცემული მალხაზ კაპანაძე, ქალაქის პროკურორი, რომელიც ურცხვად ტყუილებს ამბობდა საზოგადოების წინაშე. დაუყოვნებლივ პასუხისგებაში იქნას მიცემული ზვიად ფხაკაძე, დაუყოვნებლივ პასუხისგებაში იქნას მიცემული იმედა გუგუშვილი, რომლებიც ჩემი საქმის პროკურორები  იყვნენ და პირადად წვდომა ჰქონდათ ამ საქმის გაყალბებასთან. დაუყოვნებლივ პასუხისგებაში იქნას მიცემული მირზა სუბელიანი. დაუყოვნებლივ პასუხისგებაში იქნას მიცემული მისი ოჯახის წევრები  და აბსოლუტურად ყველა პირი ვინც ჩემი შვილი მოკლა. დღეს მე უკვე ვიცი ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი და ეგენი მაინც არ აპირებენ მათ დასჯას. ყველა შვილმკვდარ მშობელს  ველოდები აქ,“-განაცხადა დღეს  ზაზა სარალიძემ 
 
ზაზა სარალიძის პასუხად  და შინაგანი რწმენის კარნახით, შეიძლება ითქვა,ს მთელი საქართველო ფეხზეა დამდგარი. დღეს ქვეყნის ქალაქებში დაანონსებულია საპროტესტო აქციები  ხელისუფლების პასუხისმგებლობის დადგომისა და მთავარი პროკურორის გადაგომის მოთხოვნით.
 
ხელისუფლებას და მის მართულ სასამართლოს   დღეს დილით ეყო თავხედობა და ცინიზმი  სრული იგნორირება გაუწიოს მოკლული ყმაწვილის  მამას და საზოგადოებას, რომელიც სამართალს ითხოვს, თუმცა  ხალხის რეაქცია იმაზე მწვავე აღმოჩნდა, ვიდრე ის ელოდა და აშკარად შეშინებული ხელისუფლება გამოსავალს ეძებს . დღეს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელებენ, პროკურორი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ აცხადებდა, რომ ახალგაზრდების მკვლელობაში  ეჭვმიტანილთა  რაოდენობა არ გაიზრდება, დღეს აცხადებს, რომ შესაძლოა გამოიკვეთიოს  სხვა მონაწილეთა ბრალეულობაც,.
 
მინდა ბატონ ზაზა სარალიძეს ვუთხრა, რომ ჩვენ ვართ ღია და ჩვენ არაფერს არ ვემალებით. მე არ ვემალები არანაირ პასუხისმგებლობას, მე პასუხისმგებელი ვარ თითოეული ჩვენი პროკურორის საქმიანობაზე, – ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებამ ამ დროისთვის ყველაფერი გააკეთა.  
 
საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ ავუხსნა და ხაზი გავუსვა, რომ გამოძიებამ და პროკურატურამ გააკეთეს ყველაფერი, რისი გაკეთებაც ამ ეტაპზე იყო შესაძლებელი. როგორც იცით, ეს სისხლის სამართლის საქმე არასრულწლოვან ბრალდებულებს ეხება, შესაბამისად, კანონით დადგენილი არის შეზღუდული ვადა – 40 დღიანი ვადა და ეს გამოძიება 40 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. როდესაც წინასწარი გამოძიება დასრულდა, ვინაიდან ვერ გაგრძელდებოდა ეს ვადა, საქმე გადაიგზავნა სასამართლოში არსებითი განხილვისთვის. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ველოდებოდით არსებითი განხილვის შედეგებს, თუმცა ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გრძელდება და არსებობს სამი ინსტანციის სასამართლო. სწორედ იმისთვის არსებობს სამი ინსტანციის სასამართლო, რომ სრული მართლმასაჯულების პროცესი აღსრულდეს და საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ დარჩეს“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.  
 
 
კითხვის ნიშნები კი ამასობაში ძახილის ნიშნებად გადაიქცა. თუ პროკურორი  ფიქრობდა, რომ ამ განცხადებით შეძლებდა  სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების განეიტრალებას თუ არა შელამაზებას მაინც, მწარედ შეცდა. ახლა უკვე სწორედ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დგას და უფრო მეტიც – არის ყველა ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლება გადაყვება ამ საქმეს. საზოგადოება უკან დახევას არ აპირებს. 

სიახლეები

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...

რუსეთში, ლიპეცკის ოლქში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ სამხედრო დანიშნულების ქარხანა იწვის

რუსეთის ლიპეცკის ოლქის ქალაქ ელეცში მდებარე ქარხანა „ენერგიაში“ ფრთოსანი რაკეტებით დარტყმის შემდეგ ხანძარი გრძელდება. საწარმო,...