მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდში ბავშვის მძევლად აყვანისთვის დაკავებული ქალი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ზუგდიდში ბავშვის მძევლად აყვანისთვის დაკავებული ქალი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

Published on

ზუგდიდში არასრულწლოვანის მძევლად აყვანისათვის დაკავებული ემა კვირტია პროკურატურამ გაათავისუფლა.ადვოკატის თქმით, პროკურატურამ გაითვალისწინა, რომ დაკავებულებს ორი შვილი ჰყავთ. 
 
ცოლ-ქმარს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის 2-ე ნაწილის ა და ზ ქვეპუნქტებით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფის მიერ არასრულწლოვანის მძევლად აყვანის მიზნით ხელში ჩაგდებას ნიშნავს.
 
დაკავეულები წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. ადვოკატი ამბობს, რომ ამ ოჯახებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, შესაბამისად ბავშვი ხშირად იყო ბრალდებულების ოჯახში და მათ არანაირი მიზეზი არ ჰქონდათ, ბავშვი მძევლად აეყვანათ.
 
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში, მოქალაქეებმა ვასიკო ახალაიამ და ემა კვირტიამ ქალის შვილი, რომელსაც მათი ვალი ჰქონდა სახლიდან წაიყვანეს და დედას განუცხადეს, რომ სანამ ვალს არ დააბრუნებდა შვილს არ ანახებდნენ. 
 
ვასიკო ახალაია და ემა კვირტია სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...