მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის სამხატვრო გალერეაში მეგრული ენის დღე აღნიშნეს

ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში მეგრული ენის დღე აღნიშნეს

Published on

გუშინ 29 მაისს ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში მეგრული ენის დღე აღნიშნეს.  ლაივ პრესი აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას ღონისძიების შესახებ.
 
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს როგორც ენის პოპულარიზაციის აუცილებლობის, ასევე მისი დაცვის მექანიზმებზე. შარშანდელის მსგავსად წელსაც აღინიშნა, რომ მეგრულად დროსთან ერთად სულ უფრო ნაკლები ადამიანი საუბრობს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები. ორგანიზაცია „სამეგრელოს“ ხელმძღვანელ ზურაბ კვარაცხელიას თქმით, დღეს ეს ენა რეპრესირებულია სახელმწიფოს მხრიდან და არავინ იღებს პასუხისმგებლობას მის დაცვაზე. ამბობს, რომ საჭიროა საკანონმდებლო გარანტიები და მათი აღსრულება, რათა უახლოეს მომავალში მეგრული საერთოდ არ გაქრეს. ასევე ტელევიზიის და პრესის ამოქმედება ამ ენაზე. ზურაბ კვარაცხელიასვე განმარტებით, აუცილებელია შეიქმნას კომისია, სადაც გაიწერება კონკრეტული ნაბიჯები, მეგრულ-სვანურ და ლაზურ ენებთან ერთად, ქართული ენის გადასარჩენად. 
 
„არსებობდა მეფის დროინდელი რუსეთი. არსებობდა საბჭოთა იმპერია. მეფის დროინდელ და კომუნისტურ რუსეთშიც რომელ ენებს არ ქონდათ თავისუფლად განვითარების საშუალება? ისევ მეგრულ და სვანურ ენებს. გამოდის, რომ რუსეთს კი არა, ეს უპირველეს ყოვლისა, აწყობდა ადგილობრივ ხელისუფლებას. დაგვანახონ რა აწყობს საქართველოს პოლიტიკურ ცენტრს, თორემ რუსეთს რა აწყობს, ეს არ არის ჩვენი საქმე, ან ამერიკას, ან ევროკავშირს. ისინი ჩვენს მაგივრად გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ“, – განაცხადა ზურაბ კვარაცხელიამ „ლაივპრესის“ კითხვის საპასუხოდ, რომ ხშირად საზოგადოების ნაწილი მსგავს აქტივობებს სეპარატიზმის გამოვლინებად აღიქვამს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ისინი არ ეძებენ პრობლემის გადაწყვეტის გზებს სხვაგან, რადგან ეს თბილისის პრეროგატივაა.
 
 
შეხვედრის დიდი ნაწილი მეგრულ ენაზე წარიმართა. შესრულდა ლექსები და სიმღერებიც ამ ენაზე.
 
ღონისძიებას ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციაც ესწრებოდა. ის ზურაბ კვარაცხელიასგან განსხვავებით ფიქრობს, რომ მეგრულს გაქრობის საფრთხე არ ემუქრება.
 
„მე შეიძლება ამასთან დაკავშირებით მქონდეს ჩემი აზრი. სანამ სამეგრელო იქნება, სანამ მეგრელი კაცი იარსებებს, ვფიქრობ მეგრული ენა და მეგრული ნანა არ გაქრება. რაც დრო გადის, სამეგრელოც მრავლდება, ქალაქიც მსხვილდება და მგონია, რომ უფრო ვითარდება. არ მგონია გაქრობისკენ წავიდეს“, – აღნიშნა მან.
თაზო ფაცაციასვე თქმით, თუკი საზოგადოება შეთანხმდება, რომ საკითხს საკანონმდებლო განხილვა სჭირდება და დაცვა და პარლამენტს პეტიციით მიმართავენ, ამ შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანო იმსჯელებს წინადადებაზე და შესაბამის დასკვნას დადებს.
 
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია ენის შესანარჩუნებლად ოჯახებში ბავშვებს მეგრულად ესაუბრონ.
 
მეგრული ენის დღე ზუგდიდსა თუ სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებში 2013 წლიდან აღინიშნება. 29 მაისი – ეს თარიღი საგანგებოდ შეირჩა, ენათმეცნიერ მამანტი ძაძამიას დაბადების დღესთან დაკავშირებით.
 
ზუგდიდში მეგრულის დაცვის მოთხოვნით საპროტესტო აქციები რამდენჯერმე გაიმართა.
 
http://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/23562-megrulienisdgheucvlelimothkhovnebithvideo.html

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...