მთავარისიახლეებიპოლიტიკასირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას ვაშინგტონი, ნატო და ევროკავშირი...

სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას ვაშინგტონი, ნატო და ევროკავშირი გამოეხმაურა

Published on

სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას ვაშინგტონი, ნატო და ევროკავშირი გამოეხმაურა.
 
„სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ფაქტი, ჩვენთვის სრული მოულოდნელობა არ ყოფილა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბაშარ ალ ასადის რეჟიმს რუსეთის რეჟიმი უჭერს მხარს. რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები – სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის, მისი დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასადის რეჟიმის გადაწყვეტილებას კი ჩვენ არაგონივრული რჩევის შედეგს ვუწოდებთ და მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან ან ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციასთან,“- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერმა, ჰიზერ ნოიერტმა.
 
სირიის გადაწყვეტილებას გამოხმაურება მოჰყვა ევროკავშირსა და ნატოში. ევროკავშირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სირია საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის განცხადების მიხედვით, სირიის გადაწყვეტილება ფართო საერთაშორისო აღიარებაზე ზეგავლენას ვერ იქონიებს.
 
 
დღესვე პირველი განცხადება გააკეთა საქართველოს პირველმა დიპლომატმა. საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის დიპლოიმატიური ურთიერთობა შეწყდება.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...