მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდში არასრულწლოვნის მძევლად აყვანისთვის დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

ზუგდიდში არასრულწლოვნის მძევლად აყვანისთვის დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

Published on

არასრულწლოვნის მძევლად აყვანისთვის დაკავეულები წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.როგორც ბრალდებულების ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ბავშვი არ გაუტაციათ და რადგან დედა სახლში არ იმყოფებოდა, მოვლის მიზნით წაიყვანეს.რაც შეეხება თანხას, არასრულწლოვანის დედას ფინანსური დავალიანება მართლაც ჰქონდა და სწორედ ამიტომ მიაკითხეს სახლში.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდში, მოქალაქეებმა ვასიკო ახალაიამ და ემა კვირტიამ ქალს, რომელსაც მათი ვალი ჰქონდა შვილი წაართვეს და დაემუქრდნენ, სანამ ვალს არ დააბრუნებდა შვილს არ ანახებდნენ. 
მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება 144-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს და თავისუფლების აღვეთას 9-დან 11-წლამდე ითვალისწინებს. 
ვასიკო ახალაია და ემა კვირტია სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს და ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...