მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

Published on

სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. 
 
საგანგებო ბრიფინგი საგარეო უწყებაში ცოტა ხნის წინ გაიმართა. მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, მას შემდეგ რაც სირიამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა, დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და  საზღვრების პრინციპი, შესაბამისად საქართველო იწყებს სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურებს.
 
„აღნიშნული ქმედებით, ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ სასქართველოს წინააღმდეგ განხორიცლებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციასა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას.
 
აღნიშნულით, უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის შესახებ საერთაშორისო ვალდებულება.
 
აღნისნულის გათვალისწინებით საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით“-განაცხადა დონდუამ.
 
სირიის არაბთა რესპუბლიკამ რამდენიმე საათის წინ დაადასტურა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ საოკუპაციო რეჟიმების მიერ გავრცელებული განცხადება.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...