მთავარისიახლეებისაზოგადოებასანდრა რულოვსის, ფონდი soco-ს და ალექსანდრე ქობალიას საჩუქრები სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს...

სანდრა რულოვსის, ფონდი soco-ს და ალექსანდრე ქობალიას საჩუქრები სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს [Video]

Published on

საქველმოქმედო ფონდი „სოკო“,  სანდრა ელისაბედ რულოვსისა  და ალექსანდრე ქობალიას ინიციატივით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავლაშვილიან ოჯახებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კვების პროდუქტებს გადასცემს. პაკეტში შედის ყველა აუცილებელი პროდუქტი, რასაც თითოელი ოჯახი ყოველდღიურად მოიხმარს, შაქარი, წიწიბურა, სპაგეტი, შოკოლადი, ბარდა, მაკარონი, ვერმიშელი, ბრინჯი, ჩაი, კაკაო, შოკოლადი, წვენი, ზეთი, კიტრის მარინადი, შვრიის ფანტელი, ლიმონათი, ტომატ-პასტა, შედედებული რძე, ნუტელა, ნესკვიკი, ორცხობილა. ასევე დარიგდა მედიკამენტები, პატარებისთვის სათამაშოები, წიგნები, ფერადი ფანქრები და სხვა. ნობათი სანდრა რულოვსმა თითოეულ მათგანს პირადად გადასცა. „ძალიან გვიჭირს შვილო და სულ გვეხმარება სანდრა, ღმერთმა მისცეს ჯანმრთელობა, რომ კიდევ მოგვხედოს და გაახაროს ჩვენი პატარები“- ამბობს „დიშინიუსთან“ ერთ-ერთი ბენეფიციარი.
 
 

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...