მთავარისიახლეებიპოლიტიკაშოთა შალელაშვილი​ საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარულ ფულს საქართველოში, თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ათეთრებს...

შოთა შალელაშვილი​ საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარულ ფულს საქართველოში, თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ათეთრებს – მიხეილ სააკაშვილის სკანდალური განცხადება

Published on

სკანდალური განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატის, შოთა შალელაშვილის წინააღმდეგ – საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გადაცემა "კვირის აქცენტებში" პირდაპირი ჩართვის დროს საერთაშორისო მაქინაციურ სქემაზე ისაუბრა, რომელშიც სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დაადანაშაულა.
 
მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის ტერიტორიაზე ჰაკერულ თავდასხმას იხსენებს, რომელიც თავისი მასშტაბით FBI-ის ისტორიაში ყველაზე მსხვილ ფაქტად ითვლება.
 
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინფორმაციით, კიბერძარცვაში შოთა შალელაშვილის შვილი მონაწილეობდა, რომელიც ფულს რუსი ჰაკერების დახმარებით იპარავდა.
 
საუბარია დაახლოებით 2 მილიარდ დოლარზე, რომელიც მოგვიანებით საქართველოში შემოედინებოდა და მისი გათეთრება ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ხდებოდა.
 
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ შალელაშვილმა სადეპუტატო მანდატის მეშვეობით ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო.
 
„შალელაშვილი, ამ საერთაშორისო აფერისტების ოჯახი იმიტომ, რომ მისი შვილი გასამართლებულია, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიჭირეს მასობრივად ფულის მოპარვისთვის და  ამ საქმეში მონაწილეობდა რუსული სპეცსამსახურები. მოპარულია 2 მილიარდი დოლარი, ამერიკელებმა ეს აღმოაჩინეს. ამაში მონაწილეობდნენ რუსული სპეცსამსახურები. ჰაკერული სქემა რუსული სპეცსამსახურების ძალიან დამუშავებულია. ამის შემდეგ ჩამოჰყავთ შალელაშვილი საქართველოში, აძლევენ დეპუტატის მანდატს, რა დამსახურებისთვის კაცმა არ იცის. ოფიციალურად აფიქსირებს, რომ აქვს მილიარდი დოლარი. აშენებს ბიტკოინების ქარხანას და ბიტკოინების ქარხანა იღებს პრაქტიკულად უფასოდ თქვენს კუთვნილ დენს. მოიხმარს თითქმის იმდენივე დენს, რამდენსაც თბილისის მოსახლეობის უმეტესობა, მოიხმარს პრაქტიკულად უფასოდ და ამ სიტუაციაში ეს კაცი ათეთრებს საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარულ ფულს საქართველოში და რაში ათეთრებს, რა პროექტებში? თანაინვესტირების ფონდი, რომელიც არის ივანიშვილის ფონდი.
 
ივანიშვილი აკეთებს იმას, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებდა. ეს იყო ჯერ გამთეთრებელი ფულის კვანტრიშვილების და უამრავი ხალხი ჰყავთ მაშინ მოკლული. მერე იყო გენერალი ლებედის ფულის გამთეთრებელი, იმ მაფიის, რომელიც იყო დაკავშირებული ალუმინის წარმოებასთან. მან და რამდენიმე რუსულმა ბანკმა დაანგრია რუსეთის ეკონომიკა 1998 წელს, ეს ცნობილი მეჟ-ბანკი. ზუსტად ასეთი საბანკო მაფია შექმნა ირაკლი რუხაძესთან, მამუკა ხაზარაძესთან და ირაკლი გილაურთან ერთად, ახლა უკვე „ქართუ ბანკის“ ბაზაზე საქართველოში. როგორც თავის დროზე ათეთრებდა იარაღის ვაჭრობით შემოსულ ფულს, ზუსტად ასევე ათეთრებს საერთაშორისო ჰაკერების ფულს და რაში ათეთრებს? ბიტკოინებში,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...