მთავარისიახლეებიეკონომიკასახელმწიფო მიწების მითვისება დოკუმენტების გაყალბებით ზუგდიდში. პასუხისგებაში მიცემულია ორი...

სახელმწიფო მიწების მითვისება დოკუმენტების გაყალბებით ზუგდიდში. პასუხისგებაში მიცემულია ორი პირი

Published on

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი პასუხისგებაში მისცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს 
 
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გააყალბეს უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მათი გამოყენებით მოტყუებით დაირეგისტრირეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 11 000 მ2 და 13 000 მ2 მიწის ნაკვეთები. ამ ეტაპზე, მოტყუებით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია. 
 
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლების მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. 

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...