მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია: „გირგვლიანის საქმის“ გამო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკურად უკვე აგო პასუხი 2012...

ნიკა მელია: „გირგვლიანის საქმის“ გამო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკურად უკვე აგო პასუხი 2012 წლის არჩევნებზე და სარალიძის გამო, სწორედ თქვენს გუნდს მოუწევს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა!”

Published on

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, დედაქალაქის მერმა, რომელიც ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ გუშინდელ აქციას გამოეხმაურა, ფაქტობრივად დაადასტურა სარალიძისა და გირგვლიანის საქმის იდენტურობა. 
 
"ათასობით ადამიანმა გამოუცხადა სოლიდარობა ზაზა სარალიძეს. როგორც ჩანს, სწორედ აქციის მრავალრიცხოვნებამ გამოიყვანა მწყობრიდან დედაქალაქის მერი კალაძე, რომელიც საზოგადოების რეაქციას გამოეხმაურა ყოველად სამარცხვინო განცხადებით. 
 
მივმართავ, საზოგადოების სამართლიანი პროტესტით აღშფოთებულ კალაძეს: თქვენ ამ განცხადებით ფაქტობრივად აღიარეთ სარალიძისა და გირგვლიანის საქმის იდენტურობა! დიახ, აღიარეთ რომ სარალიძე თქვენი ხელისუფლების „გირგვლიანია“! თუ ასე არაა, რატომ გაგახსენათ ამ აქციამ გირგვლიანი? თურმე, დღესაც გახსოვთ როგორ გინახავთ პირველად გამწარებული დედა ირინა ენუქიძე და მის მოწოდებაზე გამოსული მხოლოდ ათიოდე მოქალაქე. წლების წინ, იმ აქციაზე, თქვენ არ მდგარხართ – ხელისუფლების ფავორიტობა და პრემიერ ნოღაიდელთან ერთად მრავალმილიონიანი ბიზნესები არ გეთმობოდათ. 
 
თქვენგან განსხვავებით კი მე, ნიკა მელია, ის ვარ, ვინც მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი, იმ საპროტესტო აქციებზე ვიდექი და ირინა ენუქიძის ტკივილს თქვენსავით გადმოცემით არ ვიზიარებდი. ასე რომ, როდესაც დღეს ჩვენ გვიწოდებთ „ამორალურ პირებს“ და „გაკვირვებას“ ვერ მალავთ საზოგადოებისადმი ჩვენი დამოკიდებულების გამო, სჯობს თქვენს იმდროინდელ დამოკიდებულებებსაც გადახედოთ და გაიხსენოთ, რომ ირინა ენუქიძე და სანდრო გირგვლიანი მაშინ გაგახსენდათ, როცა თქვენი და მაშინდელი ხელისუფლების გზები გაიყო და ეს ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციებისთვის დაგჭირდათ. 
 
 
აქვე მინდა შეგახსენოთ და გაგაფრთხილოთ, „გირგვლიანის საქმის“ გამო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკურად უკვე აგო პასუხი 2012 წლის არჩევნებზე და სარალიძის გამო, სწორედ თქვენს გუნდს მოუწევს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა!"- აცხადებს ნიკა მელია.
ნიკა მელიას განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. 

სიახლეები

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ...

Freedom House: საქართველომ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნის სტატუსი დაკარგა

ისუფალი“ ქვეყნის სტატუსი კი პირველად 2012 წელს მიიღო და 2025 წლის ჩათვლით ინარჩუნებდა. Freedom House-ის...

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს — მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან...