მთავარისიახლეებისაზოგადოებააქცია განმუხურში- მოსახლეობა გაზიფიცირებას ითხოვს

აქცია განმუხურში- მოსახლეობა გაზიფიცირებას ითხოვს [Video]

Published on

სოფელ განმუხურში მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი გაზიფიცერებას ითხოვენ, მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მათი პრობლემებით არ ინტერესდება. „თუ ეკუთვნოდა უფასოდ ერთი წერტილის შეყვანა კოკის, ორსანტიისა და შამგონის მოსახლეობას, მაშინ საოკუპაციო ზოლთან მდებარე ჩვენს სოფელსაც ეკუთვნის, არ ვითხოვთ უკანონოს არაფერს“- აცხადებენ აქციის მონაწილეები. აქიაზე დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში დათა შელია იმყოფებოდა, მისი თქმით, საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი არაერთხელ დააყენეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ არის. „ სოკარი არის კერძო კომპანია და ხელისუფლებას არ გაუჭირდება, რომ უშუამდგომლოს ამ ხალხს და შეუყვანონ ერთი წერტილი უფასოდ“- აცხადებს შელია. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადე, თუმა პოლიციამ მათ ამის ნება არ მისცა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ იმ შემთვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება პერმანენტული აქციებთ იმუქრებიან.
 
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....