მთავარისიახლეებისაზოგადოებააქციაზე „ნუ მოკლავ“ ხალხმრავლობის გამო რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

აქციაზე „ნუ მოკლავ“ ხალხმრავლობის გამო რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

Published on

აქციის „ნუ მოკლავ“ მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მომიტინგეების რაოდენობა გაიზარდა, აქციის ორგანიზატორებმა საპატრულო პოლიციას სთხოვეს, მათთვის სივრცე დაეთმოთ, შემდეგ კი საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადაინაცვლეს. ამჟამად რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მიმოსვლა გზის ორივე მხარეს გაჩერებულია. 
 
საპროტესტო აქცია უკვე ერთი საათია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის სამართლიან გამოძიებას ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ აქციაზე, რომლის ინიციატორი მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეა, იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ჯგუფების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის „ქართული მარშიდან“, „თეთრი ხმაურის მოძრაობიდან“. ასევე აქციაზე რჩებიან ძიუდოისტები, რომლებმაც დღეს 17:00 საათზე, ასევე პარლამენტის შენობასთან ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...