მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობას რუსეთი მისთვის პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევს

საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობას რუსეთი მისთვის პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევს

Published on

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის პრაღაში გამართულ მორიგ შეხვედრას ეხმაურება. 
 
 საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებში პრაქტიკული საქმეები მიმოიხილეს და კარასინმა საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავების გამო შეშფოთება გამოთქვა “.
 
„რუსეთ-შვეიცარიის საჭირო დოკუმენტების ხელმოწერას პრაქტიკულ სტადიაში გადაჰყავს რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების რეალიზება. კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კეთილსინდისიერად და არაპოლიტიზირებულად შეასრულებს თავის ვალდებულებებს“, – აღნიშნულია განცხადებაში. 
 
რუსეთის საგარეო უწყება ასევე ამახვილებს ყურადღებას რუსეთ-საქართველოს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და აღნიშნავს, რომ „სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 337 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა“. 
 
„დინამიურად ვითარდება სატრანსპორტო თანამშრომლობა. საავტომობილო გადაზიდვების მოცულობა 2018 წლის პირველ კვარტალში 1,5-ჯერ გაიზარდა, სარკინიგზო კონტეინერების გადაზიდვა კი სამჯერ. ასევე აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა ჰუმანიტარულ და კულტურის სფეროებში“, – აღნიშნავენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 
 
რუსეთის საგარეო უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აბაშიძესთან შეხვედრაზე კარასინმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ნატო-სთან ღრმა თანამშრომლობით. 
 
„კავკასიის სამხედრო ათვისება რეგიონის გარეთ მყოფი ძალების მიერ პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის . საქართველოს პარტნიორები ნატო-ს ფარგლებში არ მალავენ იმას, რომ საქართველოს რუსეთის შეკავებისთვის აიარაღებენ. ამ ვითარებაში რუსეთი ადეკვატურ ზომებს მიიღებს თავისი და თავისი მოკავშირეების უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში. 

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...