მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი. მიუღებელია ღვთისმშობლის აგდებულად...

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი. მიუღებელია ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენიებაც და საპატრიარქოს მხრიდან ამ თემის ერთი ჟურნალისტიდან განვრცობა მთლიანად ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე”

Published on

გიორგი გაბუნიას მიერ, გადაცემა ,,არჩევანის“ ეთერში ღვთისმშობლისადმი გაკეთბულ რეპლიკას, რომელსაც რეაქცია მოჰყვა საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან, ფეისბუქის გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
 
მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ერთის მხრივ მიუღებელია ჟურნალისტის მიერ ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენიება, ხოლო ასევე მიუღებელია საპატრიარქოს მხრიდან ამ თემის ერთი ჟურნალისტიდან განვრცობა მთლიანად ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე.
 
„გიორგი გაბუნია არის ძალიან კარგი ჟურნალისტი, მაგრამ ამ ბოლო დღეებში, მისი გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა.
 
ყველას უნდა ესმოდეს, რომ ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი. ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენება შეურაცხყოფს ყველა მორწმუნე ქრისტიანის გრძნობებს, ისევე როგორც საკუთარი დედის აუგად მოხსენიება. პირადად ჩემთვის, ეს იყო ძალიან უსიამოვნო სანახავი.
 
ვთხოვ ყველას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის გრძნობებს და თავი შევიკავოთ უაზრო წყენის მიყენებისგან და როდესაც ასეთი რამ ხდება, ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ საჯარო ბოდიში! ამავე დროს, მიუღებელია ამ თემის, ერთი ჟურნალისტიდან, მთლიანად რუსთავი ორზე განვრცობა და მთელს ტელევიზიაზე აგრესიის გადატანა, რაც პირდაპირ შედის ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის მტრის, ბიძინა ივანიშვილის, ინტერესებში!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...