მთავარისიახლეებიმსოფლიოლირის გაუფასურებით შეშფთებული არიან თურქეთში მომუშავე ქართველები , თუ საქმე ასე გაგრძელდა...

ლირის გაუფასურებით შეშფთებული არიან თურქეთში მომუშავე ქართველები , თუ საქმე ასე გაგრძელდა , ეს მათ გამომუშავებაზეც იქონიებს ზეგავლენას

Published on

. უცხოური მედიის ცნობით, თურქული ლირა დოლართან მიმართებაში რეკორდულად გაუფასურდა – ბოლო მონაცემებით, 1 დოლარის ყიდვა  4,68 ლირად არის შესაძლებელი.
 
ლირის  გაუფასურების  პროცესი  მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი მკვეთრად  – 13,5%-დან 16,5%-მდე გაზარდა,, თუმცა  ბევრი ინვესტორი ითხოვს, რომ საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო მაღალი იყოს, რათა ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდეს. 
 
"მიმდინარე ინფლაციის დონე და ინფლაციის მოლოდინები ფასის წარმოქმნაზე დიდ რისკებს ქმნის. ამის გამო კომიტეტმა გადაწყვიტა, ფასების სტაბილურობისთვის მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს", – განმარტეს ცენტრალურ ბანკში. 
 
როგორც BBC იუწყება, კრიზისი მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ იგი 24 ივნისს დაგეგმილი არჩევნების შემდეგ ქვეყნის ფინანსებზე უფრო მეტი კოტროლის დაწესებას გეგმავს.
 
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარ თავს "საპროცენტო განაკვეთების მტერი" უწოდა. თურქეთის ვიცე-პრემიერმა, ბექირ ბოზდაღმა კი მიმდინარე კვირას განმარტა, რომ ლირის კოლაფსში საგარეო ფაქტორებს მიუძღვით წვლილი.
 
თუმცა, ოთხშაბათს მან სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა, რომ თურქეთის ცენტრალურ ბანკს მხარდაჭერას უცხადებს, – "ცენტრალური ბანკის მმართველი და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრები ყველაფერს აკეთებენ, რომ ლირისა და ფასების სტაბილურობას მივაღწიოთ. თურქეთის არცერთი მაკროეკონომიკური პრობლემა დაუძლეველი არ არის. ჩვენ წარსულში არსებული პრობლემები გადავჭერით და ამის გაკეთება ახლაც შეგვიძლია," – დაწერა მან.
 
ლირის გაუფასურებით შეშფთებული არიან თურქეთში მომუშავე ქართველები , თუ საქმე ასე გაგრძელდა , ეს მათ გამომუშავებაზეც იქონიებს ზეგავლენას.  
 

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...