მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისი მერიას სოციალურად დაუცველების დახმარებისკენ მოუწოდებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისი მერიას სოციალურად დაუცველების დახმარებისკენ მოუწოდებს

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის თავმდჯომარე  ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან  ბრიფინგი გამართა, მისი მტკიცებით  მერიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების ტრანსპორტირებისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა და ტენდერები მხოლოდ იმ გზების გასაკეთებლად გამოაცხადა, რომელიც ხეებმა დანიშნულების ადგილამდე უნდა გაიარონ. გარდა ამისა, მისივე თქმით, მერიამ იმ 74 შუამდგომლობაზე თქვა უარი, რომლითაც ოპოზიციური ფრაქცია სოციალურად დაუცველების დახმარებას ითხოვდა. მან ჟურნალისტებს შესაბამისი დოკუმენტაციაც წარუდგინა.წითლიძე  ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს   შეწყვიტონ ივანილიშვილის ხეების ტრანსპორტირების დაფინანსება და დაეხმარონ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ზუგდიდის მერიაში ამ საკითხთან დაკავშირებით  კომენტარს არ აკეთებენ, უწყებაში წითლიძის ბრალდებებს  აბსურდულ განცხადებებს“ და „სიზმრებს“ უწოდებენ..

სიახლეები

ყველანი თავისი გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში – მეუფე ისაია შიო მუჯირზე

მეუფე ისაიას პირველი კომენტარი ახალი პატრიარქის გამორჩევის შემდეგ - ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ამბობს,...

სააპელაციო სასამართლომ სინდისის 9 პატიმრის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი...

მთელი ეს პროცესები რაღაც რიტუალს დაემსგავსა – მზია ამაღლობელის სიტყვა სასამართლოზე

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე...

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს გაიმართება

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ( ტახტზე აყვანის წეს-განგება) ხვალ, 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს...