მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა, მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმის გამო კი...

საქართველოს პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა, მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმის გამო კი 216 მსჯავრდებულის საქმე გადადო

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთაგან 84 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, 59-ს კი საპატიმრო სასჯელი შეუმცირდა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი ისევ გრძელდება და ამის ფარგლებში შეწყალების კომისიამ 216 მსჯავრდებულის საქმე გადადო.„იცით, რომ პრეზიდენტს გამოცხადებული აქვს ძალადობრივ დანაშაულების განხილვაზე გასამართლებული მსჯავრდებულების საქმეების განხილვაზე მორატორიუმი, სწორედ ამ მორატორიუმის ფარგლებში კომისიამ გადადო 216 მსჯავრდებულის საქმე. ისინი არიან გასამართლებულები ძალადობრივ დანაშაულებზე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, ძარცვაზე, ყაჩაღობაზე. მათ საქმეებს კომისია აუცილებლად განიხილავს,“- განაცხადა ზვიად ქორიძემ.

სიახლეები

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...

საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების...

ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო...