მთავარისიახლეებისაზოგადოებაანაკლია-ზუგდიდის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა ამ დრომდე პარალიზებულია- ივანიშვილის ხეები შუა გზაზეა გაჩერებული...

ანაკლია-ზუგდიდის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა ამ დრომდე პარალიზებულია- ივანიშვილის ხეები შუა გზაზეა გაჩერებული [Video]

Published on

ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასარგავად ზუგდიდიდან წუხელ კიდევ ერთი ხე გადაიტანეს. აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა, ისევე როგორც 2 დღის წინ, წუხელაც პარალიზებული იყო.ელ.ენერგია ქალაქსა და 14 სოფელში დაახლოებით 11 საათზე გამოირთო და ამ დრომდე მხოლოდ ნაწილობრივი აღდგენა მოხდა. ხის ტრანსპორტირებისას დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, საგზაო ნიშნები და ინფრასტრუქტურა. ჩახსნილია შუქნიშნები, დამტვრეულია ტოტები.ამ დრომდე მოძრაობა პარალიზებულია ანაკლია-ზუგდიდის გზაზე, სადაც გაჩერებულია ორივე ხე, რადგან წუხელ მათი ტრანსპორტირების გაგრძელება გაძნელდა. არაგაბარიტული  ტვირთის გადაზიდვა რკინიგზაზე შეუძლებელი გახდა, ამიტომაც ხეები შუა გზაზე გააჩერეს.დენის მიწოდება წუხელ  შეუწყდა საავადმყოფოს, საპატრულო პოლიციასა და ბენზინგასამართ სადგურებს.ბიძინა ივანიშვილს ზუგდიდიდან რამდენიმე ხე მიაქვს, რომელთაც სპეციალურ ბორანზე მოათავსებენ და შეკვეთილში ზღვით გადაიტანენ. ხის ტრანსპორტირების პროცესში ასობით ადამიანია ჩართული.თითოეული ხის გადატანას რამდენიმე კვირა და საკმაოდ დიდი თანხები ჭირდება. ივანიშვილის ახირებული სურვილების დაკმაყოფილებას გარემო, ინფრასტრუქტურა და ადგილობრივების ინტერესები ეწირება.
 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...