მთავარისიახლეებისამართალიმამაკაცს, რომელიც ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას მიმართ მუქარასა და ადევნებაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების...

მამაკაცს, რომელიც ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას მიმართ მუქარასა და ადევნებაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

Published on

მამაკაცს, რომელიც ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას მიმართ მუქარასა და ადევნებაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – აცხადებენ  საქართველოს მთავარ პროკურატურაში. 
 
ტელეწამყვანმა, მასზე განხორციელებულ მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა. ინგა გრიგოლიას განცხადებით, 2011 წლიდან მასზე, მისთვის უცნობი მამაკაცი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა და ფულს სთხოვდა. 
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარე წლის 19 მაისს, ინგა გრიგოლიას მიერ სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ამავე ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო საქართველოს სსკ-ს 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.
 
განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ფაქტზე, 1970 წელს დაბადებული რ.ნ. დააკავა.  ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მუქარის შემცველი წერილები და სხვა სახის შეტყობინებები.
გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.ნ. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინგა გრიგოლიას ტელეფონით, ელექტრონული და სხვა საშუალებებით მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა.
 
 

 
 

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...