მთავარისიახლეებიკულტურადავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უნიკალური ფრესკები დააზიანეს

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უნიკალური ფრესკები დააზიანეს

Published on

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, უდაბნოს მთავარ ეკლესიასა და სატრაპეზოში უნიკალური ფრესკები დააზიანეს.
 
ისმის კითხვაა; რა საჭიროა ძეგლთა დაცვის სააგენტო თუ ის ძეგლებს ვერ იცავს? პასუხი შეიძლება სხვაგან ვეძიოთ – ქართულ ძეგლებს აშკარად დააკლდა ნიკა ვაჩეიშვილის ხელი, გული და … ფეხი, რადგან ის იყო ყველგან , სადაც მსგავსი საფრთხე არსებობდა და არა კაბინეტში, საიდანაც მხოლოდ ცარცის გადარეცხვა  ( უფრო სწორად, გადარეცხვინება) შეიძლება, სხვა მექანიზების შემუშავება კი ახლა იქ არ შეუძლიათ და არც ცდილობენ. 
 
ყოველ შემთხვევაში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ბარამიძე აცხადებს, რომ ძეგლების დაცვის ეფექტური მექანიზმების შემუშავება ვერ ხერხდება. 
 
„ჩვენი საზედამხედველო სამსახური რაოდენობრივად და ფუნქციურად არ არის ისეთი, რომ შეძლოს მუდმივი მეთვალყურეობა. მაგრამ ვფიქრობთ, არსებობს სხვა უფრო ეფექტური გზები, რათა ძეგლის უსაფრთხოება იყოს უკეთ დაცული – ჩვენი უწყების უშუალო აქტივობით მოხდეს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების უშუალო ჩართულობა ამ კომპლექსის სრულმასშტაბიან სარეაბილიტაციო სამუშაოებში“, – აღნიშნა ბექა ბარამიძემ. 
 
  სააგენტოში დავით გარეჯის დღევანდელი მდგომარეობითა და კონკრეტულად ამ ვანდალური ფაქტით შეწუხებუკლ ადამიანებს ანუგეშებენ იმით, რომ  „დაზიანება საბედნიეროდ  ზედაპირული აღმოჩნდა , რამდენადაც კირით ან ცარცით  არის გაკეთებული, შესაბამისად მისი გამოსწორება ადვილად შესაძლებელია ისე, რომ კედლის მხატვრობის ზედაპირული ფენა საერთოდ არ იყოს ხელშეხებული, მაგრამ ეს მის შინაარსობრიობას არ ცვლის და  ვანდალიზმს წარმოადგენს''.
 
  ბექა ბარამიძე ყურადღებას ამახვილებს ძეგლის რეაბილიტაციაზე და აღნიშნავს, რომ ამ პროცესში მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე სახელმწიფო. მისი თქმით, თუ ძეგლს ჩაუტარდება საფუძვლიანი რესტავრაცია, მსგავსი ვანდალური ფაქტები შემცირდება, ვინაიდან ხშირად აღნიშნულ ქმედებას მოზარდები და ტურისტული ჯგუფები ახორციელებენ. ამ ეტაპზე კი  ძეგლის  დაცვის ეფექტური მექანიზმების ამოქმედება მისი ადგილმდებარეობისა და რთული კლიმატური პირობების გამო ვერ ხერხდება.
 
 

სიახლეები

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე, რომლიც 145 იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეეხებათ

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ. შეზღუდვები სულ 145 ფიზიკურ და იურიდიულ პირს...